შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელი მოაწერა “ლელომ”, “რესპუბლიკელებმა”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა”, “მოქალაქეებმა”, “ქართულმა ოცნებამ”. დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი სალომე სამადაშვილმა, რომელმაც ხელმოწერის შემდეგ ენმ-ის დატოვების შესახებ განაცხადა, ასევე “ევროპული საქართველოს” ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
აშშ-ის საელჩო განცხადებით ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლს მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილისა და “ქართული ოცნების” ხელმოწერას. განცხადებაში წერია, რომ დოკუმენტი ყველა მხარისგან რთულ კომპრომისს მოითხოვს. ამას გარდა, აშშ აცხადებს, რომ დააკვირდება და მხარს დაუჭერს შეთანხმებაში არსებული პირობების შესრულებას.
აშშ-ის საელჩოს განცხადება 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებული შტატები…
Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on Monday, April 19, 2021
“ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ევროკავშირის პრეზიდენტ მიშელის მედიაციის დახმარებით მიაღწიეს. ეს შეთანხმება რთულ კომპრომისებს მოითხოვდა ყველა მხარისგან. უპირველეს ყოვლისა, ის მოითხოვდა პოლიტიკურ გამბედაობასა და ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის ინტენსიური მუშაობის გასაგრძელებლად.
“ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს.”