ახალი ამბები

უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს ორივე მხარე – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

19 აპრილი, 2021 •
უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს ორივე მხარე – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ქართულმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერონ და ხელმოწერის შემდეგ გაიწეროს პირობები მის შესასრულებლად.

ამის შესახებ ლანდსბერგისმა დღეს, 19 აპრილს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არსებული სიტუაცია დღეს ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება.

“ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს ორივე მხარე, შემდეგ კი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული და დოკუმენტში გაწერილი პირობები შესრულდება”, — განაცხადა ლანდსბერგისმა.

ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი