ახალი ამბები

“ლელო” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

19 აპრილი, 2021 • 709
“ლელო” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს

“ლელო” ხელს მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. პრესსამსახურის ცნობითვე, ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პარტიის გადაწყვეტილებაზე წერს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძეც:

“დასრულდა ,,ლელოს” პოლიტსაბჭოს სხდომა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირის და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად!”

დასრულდა ,,ლელოს” პოლიტსაბჭოს სხდომა. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელს მოვაწერთ ევროკავშირის და ელჩების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ✊

გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად!

Posted by Irakli Kupradze on Monday, April 19, 2021

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს შეთანხმებისთვის ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი