ახალი ამბები

გამოვლინდა COVID-19-ის 578 შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 6%-მდე გაიზარდა

19 აპრილი, 2021 • 872
გამოვლინდა COVID-19-ის 578  შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი 6%-მდე გაიზარდა

19 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის 9 750 ტესტით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენბელმა 5.93% შეადგინა.

ჩატარებული ტესტირებიდან 5 650 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, 4 100 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 936-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 949 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა,
  • აჭარა – 57,
  • იმერეთი – 35,
  • ქვემო ქართლი – 20,
  • შიდა ქართლი – 7,
  • გურია – 16,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 80,
  • კახეთი – 23,
  • მცხეთა-მთიანეთი – 10,
  • სამცხე-ჯავახეთი – 9,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში – 292, აჭარაში – 75, იმერეთში -76.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 200 – აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი