ახალი ამბები

იყო შემოთავაზება, რომ მელიას გირაოს ევროკავშირის თავდებობით ევროპული NGO გადაიხდის – მინაშვილი

18 აპრილი, 2021 •
იყო შემოთავაზება, რომ მელიას გირაოს ევროკავშირის თავდებობით ევროპული NGO გადაიხდის – მინაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგელისგან იყო შეთავაზება, რომ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირის თავდებობით ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის.ამის შესახებ მინაშვილმა “მთავარ არხთან” განაცხადა.

როგორც მინაშვილი ამბობს, გირაოს გაადახდისთვის მელიას თანხმობაა საჭირო, რაზეც მელია ამის წინააღმდეგია. მისი თქმით, მას მელიასთან ამაზე საუბარი ჰქონდა და მისი პოზიცია ძალიან მკაფიოა, რაც დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებსაც გააცვნეს.

“მარტივად ითქვა, რომ ევროკავშირის თავდებობით ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის გირაოს. ფაქტობრივი და სამართლებრივი ცნება აქ არის გირაოს გადახდა და გირაოს გადახდის შემდეგ ნიკას გამოშვება 72 საათში. ეს იყო ის შემოთავაზება, რაც გააკეთეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა დღეს. ამასთან დაკავშირებით ნიკას პოზიცია ვიცით და ჩვენი საერთო პოზიცია იყო, რომ ეს გირაო არ არის. ეს არის პოლიტიკური გირაო და არ შეიძლება ამ გირაოს გადახდა, ვინაიდან ეს იქნება მწვანე შუქის მიცემა შემდგომში. სხვაგვარად გირაოს გადახდა ვერ მოხდება, მელიას თანხმობის შემთხვევაში ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის ამ გირაოს, რისი თანხმობაც არ არსებობს”, — განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი