ახალი ამბები

თუ “ოცნება” ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022-ში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მიშელის წინადადება

18 აპრილი, 2021 •
თუ “ოცნება” ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022-ში უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები – მიშელის წინადადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტში საუბარია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უნდა დაინიშნოს, თუ “ქართული ოცნება” 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

“ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”, — ვკითხულობთ შარლ მიშელის დოკუმენტში.

როგორც ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, პარტიებმა დრო ითხოვეს, რათა შარლ მიშელის ახალი წინადადება განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი