ახალი ამბები

აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს – სენატორები

18 აპრილი, 2021 •
აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოოს – სენატორები

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატმა თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელთა უფროსი წევრი სენატორმა რონ ჯონსონი აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა მოლაპარაკება კეთილსინდისიერად აწარმოონ.

ამის შესახებ სენატორებმა “ამერიკის ხმას” წერილობით განუცხადეს.

“სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“, — ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი