ახალი ამბები

18 822 ტესტით კორონავირუსის 818 შემთხვევა გამოვლინდა – 18 აპრილი

18 აპრილი, 2021 • 1129
18 822 ტესტით კორონავირუსის 818 შემთხვევა გამოვლინდა – 18 აპრილი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 818 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 783 პირი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  295 358-ს,  ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 280 915-მდე, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 29, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 577, აჭარაში – 405, იმერეთში – 371. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში – 256, აჭარაში – 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში – 7, იმერეთში – 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 – თბილისში, 196 – აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 262, ხოლო აჭარაში – 3.

სულ  6 ოქტომბრიდან – 17 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 432 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 317 პირი, აჭარაში – 2 314, იმერეთში – 1 180.

მასალების გადაბეჭდვის წესი