ახალი ამბები

თბილისში 63 წლის კაცი არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

17 აპრილი, 2021 •
თბილისში 63 წლის კაცი არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

თბილისის პოლიციამ დააკავა 63 წლის პირი, რომელსაც  14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ წინასწარი შეცნობით გარყვნილი ქმედების ჩადება ედება ბრალად.  განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 აპრილს გაავრცელა.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან განთავსებულ ავტოფარეხში, ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება ჩაიდინა მისთვის წინასწარი შეცნობით, 7 წლის ბავშვის მიმართ.  2021 წლის 8 აპრილს, ხსენებულმა არასრულწლოვანმა  ქუჩაში დაინახა ბრალდებული, შეეშინდა და გაიქცა, შემდგომ კი თხრილში ჩავარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა გარყვნილი ქმედება კიდევ ერთხელ, 2021 წლის იანვარში ჩაიდინა. მსხვერპლი, ამჯერად, ხსენებული არასრულწლოვნის მეგობარი იყო, რომელიც 16 წელს მიუღწეველია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, გარყვნილი ქმედების მუხლით მიმდინარეობს. ხსენებული დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი