აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში შეიარაღებული პირი FedEx-ის ფილიალში შეიჭრა. დაიღუპა, სულ მცირე, 8 ადამიანი.
როგორც The Guardian წერს, ჰოსპიტალიზება, სულ მცირე, 4 ადაამიანს დასჭირდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ორ დაშავებულს კი პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს.
დაშავებულებს შორის არ არიან პოლიციის თანამშრომლები. ინდიანაპოლისის პოლიციის განცხადებით, მსროლელმა თავდასხმის შემდეგ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანიამაც, რომლის ოფისშიც თავდასხმა მოხდა. FedEx-ის განცხადებით, უსაფრთხოება მათი პრიორიტეტია და საგამოძიებო უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობენ.
The Guardian-ის თქმით, FedEx-ის თანამშრომლებისთვის აკრძალულია მობილური ტელეფონის ქონა სამუშაო დროს, რაც ართულებს ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის კომპანიაში დასაქმებულებთან დაკავშირებაში. ინდიანაპოლისის პოლიციის უფროსი მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ ახლობლებთან დაკავშირებს ვერ ახერხებენ, რომლებიც FedEx-ის აღნიშნულ ფილიალში მუშაობდნენ, მიმდებარე საავადმყოფოებში მოძებნონ.