ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სენატორებს, ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა

16 აპრილი, 2021 • 1281
ირაკლი კობახიძე სენატორებს, ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტით მყოფი”ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორებ,ს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ცნობით, კობახიძესთან ერთად სენატორებს შეხვდნენ პარტიის საერთაშორისო მდივანი კახა კუჭავა და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

“ირაკლი კობახიძემ სენატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციები და მოსაზრებები მოისმინა.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიალოგის პროცესზე. საერთაშორისო პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი, იხილონ ოპოზიცია პარლამენტში, ხოლო მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები შემდგომი რეფორმების უზრუნველსაყოფად”, — ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია სენატორ ჯეიმს რიშს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, ჯორჯ კენტს და კრის სმიტს, კონგრესმენებს, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის შეხვდა.

შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი