16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 645 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ვირუსი 1 077 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებლმა კი 3.4% შეადგინა.
მათ შორის 20 727 კვლევა ანტიგენის ტესტით, 10 918 კი PCR ტესტით ჩატარდა.
ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელია 2.77%, ხოლო 7 დღის -2.04%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი- 3 916.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, 16 აპრილის მონაცემებით, 442 პირი გამოჯანმრთელდა და საერთო რაოდენობა 279 831-მდე გაიზარდა.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისში – 641 შემთხვევა
- აჭარა – 97
- იმერეთი – 52
- ქვემო ქართლი – 44
- შიდა ქართლი – 38
- გურია – 27
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 109
- კახეთი – 36
- მცხეთა-მთიანეთი – 22
- სამცხე-ჯავახეთი – 5
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
საკარანტინო სივრცეებში 331 ადმაიანია მოთავსებული, მათ შორის 249- თბილისში და 4- აჭარაში. თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე 15 263 ადამიანია მოთავსებული.
6 ოქტომბრიდან 15 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 380 პირი.