2021 წლის მარტში ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 50%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 188.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულად გზავნილებში 41.48%, დაახლოებით 78 მლნ აშშ დოლარი, ევროკავშირის ქვეყნებს უკავიათ. გასული წლის მარტში საქართველოში და იმ ქვეყნებშიც, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები ფულს გზავნიან, ლოქდაუნი იყო გამოცხადებული.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებით პირველ ადგილს იტალია იკავებს 30.51 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის საბერძნეთი 20.67 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 32.19 მლნ აშშ დოლარით პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 27%-ია. შემდეგ მოდის აშშ 24.12 მლნ აშშ დოლარით.