საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მარტში, წინა თვესთან შედარებით, 3.8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა.
ანალოგიური მონაცემი თებერვალში 197.2 ლარს შეადგენდა, იანვარში კი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, საქსტატის მიხედვით, 195.6 ლარი იყო.
ამასთან, გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც. კერძოდ, მარტის თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 178.1 ლარი შეადგინა, რაც თებერვლის მონაცემზე 3.4 ლარით მეტია. შესაბამისად, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი თებერვალში 174.7 ლარი იყო, იანვარში კი 173.2 ლარს შეადგენდა.
სპეციალისტების ნაწილი, ვინც საარსებო მინიმუმის დადგენის საქსტატისეულ/მთავრობისეულ გზას იცნობს, მის ხარვეზებზე მიუთითებს და ამბობს, რომ სხვანაირად დათვლით, შესაძლოა, განხვავებული რიცხვები მივიღოთ.
უფრო ვრცლად საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაზე წაიკითხეთ: