სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი ცოლთან, ნუნე სარქსიანთან ერთად, საქართველოს დღეს, 15 აპრილს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ოფიციალური ინფორმაციით, სარქსიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, ორბელიანების სასახლეში, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული ფორმატის ფარგლებში შეხვდება.
ოფიციალური ცნობითვე, არმენ სარქსიანი ხვალ, 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თაკალვაძეს შეხვდება. ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მოგვიანებით კი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.