ნეტგაზეთი | 32 801 ტესტით COVID-19-ის 1 030 შემთხვევა გამოვლინდა – 15 აპრილი 32 801 ტესტით COVID-19-ის 1 030 შემთხვევა გამოვლინდა – 15 აპრილი – Netgazeti
RU | GE  

32 801 ტესტით COVID-19-ის 1 030 შემთხვევა გამოვლინდა – 15 აპრილი

15 აპრილის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ჩატარებული 32 801 ტესტით დაავადების 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 3.14% შეადგინა.

მათ შორის 20 919 კვლევა ანტიგენის ტესტით, 11 882  კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 908 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა,
აჭარა – 103,
იმერეთი – 73,
ქვემო ქართლი – 63,
შიდა ქართლი – 30,
გურია – 24,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119,
კახეთი – 42,
მცხეთა-მთიანეთი – 25,
სამცხე-ჯავახეთი – 11,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, საიდანაც 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პირი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.