ახალი ამბები

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალი“ ითამაშებენ

15 აპრილი, 2021 • 1859
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალი“ ითამაშებენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ესენი არიან „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალი“.

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისში „ბორუსია“ 2-1 დაამარცხა, ხოლო გერმანიაში შეხვედრა ამავე ანგარიშით, კვლავ ინგლისური გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მადრიდში პირველი შეხვედრა მასპინძლების სასარგებლოდ, 3-1 დასრულდა, ხოლო ლივერპულში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

„მანჩესტერ სიტის“ მეტოქე ნახევარფინალში „პსჟ“ იქნება, ხოლო მადრიდის „რეალი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

ნახევარფინალები 27 აპრილსა და 4 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი სტამბულში 29 მაისს გაიმართება.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი