შვედეთი დროებით აჩერებს ჯონსონი და ჯონსონის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმუნიზაციის პროცესში ჩართვას.
ინფორმაციას ბრიტანული guardian ავრცელებს.
მიზეზი, ისევე, როგორც ეს ასტრაზენეკას შემთხვევაში მოხდა, სისხლის იშვიათი თრომბის განვითარების რისკის შესახებ ცნობებია.
შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ვაქცინით იმუნიზაცია არ დაიწყება მანამ, სანამ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა არ გახდება ცნობილი, რომელიც ვაქცინის შესაძლო გვერდით ეფექტებს შეისწავლის.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ფედერალურმა დეპარტამენტმა გასცა რეკომენდაცია, რომ შეეჩერებინათ ჯონსონი და ჯონსონის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენება. დეპარტამენტის მხრიდან ამგვარი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი გახდა სისხლის იშვიათი თრომბის განვითარების 6 შემთხვევა.