თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილეები დაკავებულნი არიან საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აქცია გიორგი მუმლაძის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.
მუმლაძე ქართული ოცნების ოფისის წინ გამართულ აქციაზე პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
