ახალი ამბები

GWP გლდანში წყლის გათიშვას თითქმის 32 საათით გეგმავს

14 აპრილი, 2021 •
GWP გლდანში წყლის გათიშვას თითქმის 32 საათით გეგმავს

“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ინფორმაციით, გლდანის რაიონში 16 აპრილის 00:30 საათიდან  17 აპრილის დილის  08:00 საათმდე წყალმომარაგება შეწყდება. ანონსის მიხედვით, წყალი თითქმის 32 საათით იქნება გათიშული.

კომპანიის ცნობითვე, ხერგიანის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოები იგეგმება, რის გამოც წყალმომარაგება შეწყდება.

“სატუმბო სადგურზე ტექნიკური სამუშაოები 16 აპრილის 00:30 საათზე დაიწყება და  17 აპრილის დილის  08:00 საათზე დასრულდება, რა დროსაც წყალმომარაგება შეეზღუდება: გლდანის მე-3, 3ა, 4, 5, 6, 7, 8 მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, წყაროთუბანს, გიორგი წმინდას, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვლის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის, კულა გლდანელის, სააკაძის, რუსთაველის, ბორჩალოელის, თეთრი ტბის ქუჩას და დასახლებას, კობახიძის, კობახიძის შეს, ინგუშეთის, ბაბილოძის, ბატონიშვილის, კალანდაძის, ფიროსმანის, წყაროს, ოშკელის, ჟღენტის, ბელქანიას,მახვილაძის, ნასერალას, ბუცხრიკიძის, სამხარაძის, მირაქიშვილის, ჯაბიძის, ტაბატაძის, ვართაგავას, კანდელაკის, კობერიძის, კვეესის ბარათაშვილის, ხერგიანის, მიდელაურის, საბაშვილის, რაზმაძის, მამკოდის, მორეტის, კეცხოველის, ნანეიშვილის, ელ. ქვესადგურის დას, პატარა ტბის ქუჩებს.

როგორც GWP აცხადებს, რეზერვუარისა და გამანაწილებელი ქსელის ინტენსიური  რეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება, რაც  აღნიშნულ პერიოდში   შენგელიას, ხიზანიშვილის  და პატარა ტბის მიმდებარე ქუჩებზე  წყლის  დინებას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი