პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა ‘ქართული ოცნება” დატოვეს და დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. შესაბამისი განცხადება მათ დღეს პარლამენტში გააკეთეს.
დღეს “ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:
- გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
- ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
- ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
- შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
- ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
- მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ისინი გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობას იწყებენ. ამასთან, ეს პარტია, ხოჯევანიშვილის განმარტებით, მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს გახარიას პარტია ვადამდელი არჩევნების იდეას, ხოჯევანიშვილი პასუხობს:
“ყველა ინიციატივას დავუჭერთ მხარს, რომელიც რადიკალიზაციას და ამ დიდ განხთქილებას განმუხტავს საზოგადოებაში. წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.