ახალი ამბები

თბილისში მუნიციპალური ავტობუსების ტაბლოები დროებით გამორთულია – სატრანსპორტო კომპანია

14 აპრილი, 2021 • 601
თბილისში მუნიციპალური ავტობუსების ტაბლოები დროებით გამორთულია – სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მუნიციპალურ ავტობუსების ტაბლოები, რომლებიც ტრანსპორტის მარშრუტის ნომრებს ასახავს, ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით გამორთულია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

“სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ, ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ”, – წერს სატრანსპორტო კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი