საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელწმიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ დავით ზალკალიანი საკუთარ Twitter გვერდზე წერს.
მისი თქმით, ბლინკენთან საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსაც.
“შესანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის”,- წერს დავით ზალკალიანი.