ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

27 თანასოფლელი 16 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა – აზერბაიჯანის პოლიცია

13 აპრილი, 2021 • 1887
27 თანასოფლელი 16 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა – აზერბაიჯანის პოლიცია

გუნელ მევლუდი


აზერბაიჯანის ნეფთჩალის რაიონის პოლიციის ცნობით, უწყებამ ორი სისხლის სამართლის საქმე გახსნა, რომელიც ათეულობით მამაკაცის მიერ ორი არასრუწლოვანი გოგოს სექსუალური ძალადობის ფაქტებს შეეხება. ორივე არასწრულწლოვანი შშმ პირია.

პოლიციის მიერ საქმის გახსნას წინ უძღოდა აზერბაიჯანელი აქტივისტი ქალის, ვაფა ნაგიევას მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით.

სექსუალური ხასიათის დანაშაულის ერთ-ერთი ფაქტი უკავშირდება 16 წლის გოგოზე ძალადობას, რომელსაც ბებია და დეიდები ზრდიდნენ.

აქტივისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნათესავმა კაცებმა გოგონაზე მუდმივად ძალადობა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში დაიწყეს. მოგვიანებით გოგონა სოფელში სხვა კაცების სამიზნეც გახდა. მსხვერპლმა პოლიციას 15- ზე მეტი კაცის სახელი მიაწოდა, რომლებიც მასზე ძალადობდნენ, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ერთი მათგანი, 57 წლის ნათესავი დააპატიმრა.

ძალადობის მეორე შემთხვევა ასევე 16 წლის გოგონას [შშმპ] უკავშირდება, რომელზეც 27 თანასოფლელი ძალადობდა.

აქტივისტის, ვაფა ნაგიევას ინფორმაციით, დანაშაულის ორგანიზატორები გოგონას დედა და ადგილობრივი მილიციის თანამშრომელი იყვნენ, რომლებიც ოთახში ფარული კამერით იღებდნენ გოგონას გაუპატიურებას, შემდეგ კი დამნაშავე კაცებს აშანტაჟებდნენ და ფულს სძალავდნენ.

აზერბაიჯანის შსს ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, თუმცა არაფერს საუბრობს იმის შესახებ, რომ საქმეში ადგილობრივი პოლიციელიც იყო ჩართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი