ახალი ამბები

გამყრელიძე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ივლისიდან ვარაუდობს

12 აპრილი, 2021 •
გამყრელიძე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ივლისიდან ვარაუდობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაციის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაუარესებულია.

“დღეისთვის გვაქვს 17-მდე კლასტერული აფეთქება ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ იქნა რადიკალური ზომები მიღებული და არ მივყევით რეკომენდაციებს, შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს”, — განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, 17-ვე კლასტერი წვეულებებიდან დაიწყო.

გამყრელიძე მასობრივი აცრების დაწყებას ივლისიდან ვარაუდობს, როცა ქვეყანას მარაგში მუდმივად ექნება, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ვაქცინა.

ჩატარდა კორონავირუსის 13 685 ტესტი, გამოვლინდა 359 ახალი შემთხვევა – 12 აპრილი

მასალების გადაბეჭდვის წესი