ახალი ამბები

ჩატარდა კორონავირუსის 13 685 ტესტი, გამოვლინდა 359 ახალი შემთხვევა – 12 აპრილი

12 აპრილი, 2021 •
ჩატარდა კორონავირუსის 13 685 ტესტი, გამოვლინდა 359 ახალი შემთხვევა – 12 აპრილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 359 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 526 ადამიანი, ჩატარდა 13 685 ტესტი, მათ შორის, 7 795 ანტიგენტის, 5 890 კი- PCR ტესტი.

„რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ახალი 359 შემთხვევა ქვეყნის რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 202
  • აჭარა – 46
  • იმერეთი – 19
  • ქვემო ქართლი – 14
  • შიდა ქართლი – 14
  • გურია – 9
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40
  • კახეთი – 5
  • მცხეთა – მთიანეთი – 7
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 181, აჭარაში – 374, იმერეთში – 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 43, იმერეთში -63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 5, იმერეთში – 8.

295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 106 – აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 85, ხოლო აჭარაში – 6“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 ადამიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი