პოლიცია ნამოხვანში კარვებს შლის. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ნუგზარ გოდოლაძემ ნეტგაზეთს უთხრა ადგილზე შეკრებელია 30-მდე აქტივისტი, თუმცა წინააღმდეგობას არ უწევენ. აქტივისტის ცნობით სულ ოთხი კარავია გაშლილი. მისივე თქმით, პოლიციამ უთხრათ რომ კარვის დაშლა მათი უსაფრთხოების გამო ხდება.
“გაძლიერებული პოლიციის ძალები რომ შემოიყვანეს ამას ველოდით, აქედან გამომდინარე, მოვილაპარაკეთ რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გაგვეწია, რათა ვინმე არ დაეკავებინათ ან სხვა რამ,”-ამბობს აქტივისტი.
ნამახვანში საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების დაშლაზე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს კარვების დაშლას მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებით ხსნის.
პოლიციამ რიონის ხეობიდან აქტივისტების გაყვანა და კარვების დაშლა დააანონსა