ახალი ამბები

პოლიციამ რიონის ხეობიდან აქტივისტების გაყვანა და კარვების დაშლა დააანონსა

11 აპრილი, 2021 •
პოლიციამ რიონის ხეობიდან აქტივისტების გაყვანა და კარვების დაშლა დააანონსა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნამახვანში კარვების დაშლისა და იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზად უწყება რიონის შესაძლო ადიდებას ასახელებს, რამაც მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ,”-წერია უწყების განცხადებაში.
მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენის” აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიცია კარვების დაშლას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი