ახალი ამბები

“ქართული ოცნება” მოწყდა ხალხს” – “უცნობი” მოძრაობა “აი იას” აფუძნებს

9 აპრილი, 2021 • 923
“ქართული ოცნება” მოწყდა ხალხს” – “უცნობი” მოძრაობა “აი იას” აფუძნებს

გიორგი გაჩეჩილაძე (“უცნობი”) აცხადებს, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობა “აი იას”. ამის შესახებ მან დღეს გამართული აქციის შემდეგ განაცხადა ბრიფინგზე.

“დღეს ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ საშინელების დასასრულებლად, რაშიც გვაცხოვრებენ რევანშისტული და დესტრუქციული ძალები, სხვათა შორის, ქართულ ოცნებასთან ერთად. 9 წელი ვერ შეძლო “ქართულმა ოცნებამ” შეესრულებინა ხალხის დაკვეთა და საზიზღარი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკიდან გაშვება. “ქართული ოცნება” მოწყდა ხალხს და საზოგადოებას. იგი დღეს ცდილობს ენმ-ის გაკოტრებული ჯგუფი ძალით შეინარჩუნოს პოლიტიკაში, რათა გაიხანგრძლივოს მმართველობაში ყოფნა. ჩვენთვის მიუღებელია, როცა “ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმშია დასავლეთის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ნებისმიერ ფასად ითხოვენ კრიმინალების ციხიდან გამოშვებას და მათ პარლამენტში შეყვანას”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად გადაიქცეს. მისივე თქმით, ეს არ იქნება მმართველი პარტიის სატელიტი. გაჩეჩილაძის განცხადებით, პოლიტიკურ მოძრაობას ფინანსები სჭირდება, რაც მათ ამ ეტაპზე არ აქვთ.

“ვანდალიზმისთვის დამაჯარიმეს დღეს, ჩემთან თანამშრომლობს “ქართული ოცნება” თუ ნაციონალურ მოძრაობასთან?!”, – აცხადებს უცნობი.

გაიგეთ მეტი

“უცნობი” ადასტურებს, რომ 2008 წელს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტაზე სააკაშვილს შეუთანხმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი