ახალი ამბები

ლიეტუვა ნატოს წევრებს მიმართავს, რომ უკრაინას MAP მისცენ — ლანდსბერგისი

9 აპრილი, 2021 •
ლიეტუვა ნატოს წევრებს მიმართავს, რომ უკრაინას MAP მისცენ — ლანდსბერგისი

ლიეტუვა აპირებს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინისთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემა შესთავაზოს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

“ჩვენ მალე უნდა მივმართოთ კოლეგებს წერილით, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ უკრაინისთვის MAP-ის მიცემა. დარწმუნებული ვარ, ნატოს შეუძლია კიდევ გაიმეოროს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება და ჩვენ ახლახან დავიწყეთ საკითხის განხილვა ბალტიის ქვეყნებთან”, — განაცხადა ლანდსბერგისმა.

ლანდსბერგისის თქმით, უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომ უკრაინა ტრანსატალნტიკურ გზას ირჩევს, რაზეც ნატოს წევრებისგან უკუკავშირს იღებს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა ნატოს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რუსეთი ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებას ვერ შეძლებდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი