კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს პრევენციული ზომები მედიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დღეს, 9 აპრილს, „ფორმულამ“ განაცხადა, რომ მის ორ თანამშრომელს ერთ დღეში სხვადასხვა დროს თავს დაესხნენ – ერთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი დაუზიანეს მანქანა.
„ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვრცლად წაიკითხეთ:
სანაიაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ