თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ამის შესახებ მან დღეს, 9 აპრილს, განაცხადა.
“ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმართველობის არჩევნები არის შემოდგომაზე. შესაბამისად, როდესაც ამის დრო მოვა, რომ მოხდეს კანდიდატების დასახელება, არამხოლოდ დედაქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველად ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ ყველაფერს”, — განაცხადა კალაძემ.