საქართველოს პარტლამენტის წევრს ქართული ოცნებიდან ირაკლი ზარქუას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას თავად ზარქუა ავრცელებს სოციალურ ქსელში.
“მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ, მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია. არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა PCR-ტესტმა დადებითი აჩვენა”, – აცხადებს ზარქუა.
კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა პარლამენტის კიდევ ორ წევრს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილს.