ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში 34 201 კვლევა ჩატარდა, რომელთაგან 20 281 ანტიგენის და 13 920 კი PCR ტესტი იყო.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.5%-ია. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 286 406-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 3 849 ადამიანი ემსხვერპლა.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება:
- თბილისში – 434
- აჭარა – 67
- იმერეთი – 59
- ქვემო ქართლი – 20
- შიდა ქართლი – 24
- გურია – 33
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77
- კახეთი – 19
- მცხეთა-მთიანეთი – 23
- სამცხე-ჯავახეთი – 2
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 6 447-ია, საიდანაც 2 045 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.