ახალი ამბები

ენგურში მე-4 ადამიანის ცხედარიც იპოვეს

7 აპრილი, 2021 • 828
ენგურში მე-4 ადამიანის ცხედარიც იპოვეს

მდინარე ენგურში მე-4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის ცნობითვე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარდაცვლილის იდენტიფიცირება და პროზექტურაშია გადასვენებული.

დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი