ახალი ამბები

დავით სერგეენკო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

7 აპრილი, 2021 •
დავით სერგეენკო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა. სერგეენკო ამბობს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია კორონავირუსის დასამარცხებლად.

„კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც საქართველოში დაიწყო, უფრო და უფრო ფართოვდება და რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ვაქცინის გაკეთება უკვე შესაძლებელი გახდა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის და ამჯერად, მეც აღმოვჩნდი ამ კატეგორიაში. დღეს ჩავიტარე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე რომ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღეს, 7 აპრილს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია გია ვოლსკიც. ვოლსკიმ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა და საზოგადოებას დროულად აცრა ურჩია. ლადო კახაძის და გია ვოლსკის შემდეგ, დავით სერგეენკო მესამე პარლამენტის წევრია, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაცია ჩაიტარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი