ახალი ამბები

როგორ ელით რუსული ოკუპაციის დაგმობას, როცა უკრაინისადმი მუქარაზე ხმას არ იღებთ – ილვესი

7 აპრილი, 2021 • 1021
როგორ ელით რუსული ოკუპაციის დაგმობას, როცა უკრაინისადმი მუქარაზე ხმას არ იღებთ – ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერის გამო.

“როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მარტო ხმამაღლა გამოვხატე პოზიცია, არამედ ჩავედი ცხელი ომის შუაგულში. ძალიან გაკვირვებული ვარ. როგორ ელოდებით რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობას მსოფლიო საზოგადოებისგან, როცა ხმას არ იღებთ, როცა თქვენს მეზობელს ემუქრებიან”, – დაწერა ილვესმა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იერიში მიიტანეს უკრაინულ ძალებზე იმგვარი მსხვილკალიბრიანი იარაღით, რასაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი მძიმედ დაიჭრა.

კიევის განცხადებით, შეტევა დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლება შუმთან მოხდა.

უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მარტო არ დარჩება — ზელენსკი | რა ხდება დონბასში

მასალების გადაბეჭდვის წესი