2020 წელს 9 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ მანქანების შეკეთება-დიაგნოსტიკისთვის 270 017 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” [TI] ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ცხრავე ადმინისტრაციაში, ჯამში, 80 ავტომანქანაა, მათგან 7 ამორტიზირებული იყო და შვიდივე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციას ეკუთვნოდა.
რაც შეეხება ხარჯებს, ადმინისტრაციების მიხედვით ავტომანქანების რაოდენობა და მათ შეკეთება-დიაგნოსტიკაზე გაწეული ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება:

TI-მ გასულ წელს 9 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხარჯები შეისწავლა და დაადგინა, რომ საერთო ჯამში, ადმინისტრაციებმა 2020 წელს 5,182,978 დახარჯეს. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი ადმინისტრაციების თანამშრომლებზე ხელფასების სახით გაიცა. დანარჩენი თანხა კი გამოიყენეს პრემიებისთვის/დანამატებისთვის, საწვავისთვის, ავტოპარკის შეკეთებისთვის, ტელეკომუნიკაციებისთვის, მივლინებებისთვის და კვებისთვის.

