ახალი ამბები

თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესტთა გამოხატვა გამოცხადდა

7 აპრილი, 2021 • 722
თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესტთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისის მერიამ თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოსაწყობად ინტერესტთა გამოხატვა გამოაცხადა. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 7 აპრილს, განაცხადა.

“ამ პროექტის კონცეფციის შექმნაზე ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესტთა გამოხატვა და ესტონურმა კომპანია “კოკომ” გაიმარჯვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ პროექტებზე მუშაობის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პროექტი შეფასდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია ყველა წარმოდგენილი რეკომენდაცია, რაც საბჭოს მიერ იყო.

ეს პროექტი არის ჩვენი საარჩევნო დაპირება. დარწმუნებული ვარ, თბილისში გამოიძებნება საინვესტიციო ჯგუფები, რომელიც ამ პროექტს განახორციელებს”, — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მიზეზი, რის გამოც აქამდე ეს პროექტი ვერ დაიძრა, პანდემიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი