ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციაში გაცემული პრემიების 85.5% მხოლოდ ქვემო ქართლში გაიცა — TI

7 აპრილი, 2021 •
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციაში გაცემული პრემიების 85.5% მხოლოდ ქვემო ქართლში გაიცა — TI

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ქვემო ქართლში პრემიის სახით 56 370 ლარი გასცა, რაც 9 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გასულ წელს გაცემული პრემიების 85.5%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” [TI] ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ გასულ წელს 9 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხარჯები შეისწავლა და დაადგინა, რომ, საერთო ჯამში, ადმინისტრაციებმა 2020 წელს 5 182 978 დახარჯეს. აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი ადმინისტრაციების თანამშრომლებზე  ხელფასების სახით გაიცა. დანარჩენი თანხა კი გამოიყენეს პრემიებისთვის/დანამატების, საწვავის, ავტოპარკის შეკეთებისს, ტელეკომუნიკაციების, მივლინებებისა და კვებისთვის.

TI-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო [TI]

რაც შეეხება ქვემო ქართლში გაცემულ ჯილდოსა და დანამატს, TI-ის ინფორმაციით, აქ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, ზვიად ჭუნაშვილმა და კახაბერ კობერიძემ, ჯილდო და დანამატები აიღეს, ჭუნაშვილმა — 10 050 ლარი, კობერიძემ – 4 000. საქართველოს არცერთი რწმუნებულის მოადგილეებს მსგავსი დანამატი და ჯილდო არ აუღიათ.

TI-ის ინფორმაციით, მთლიანობაში,.2019 წელთან შედარებით, რწმუნებულების აპარატებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული ჯილდოსა და სახელფასო დანამატების მოცულობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი