აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მომხრეა, ნატოს კარი დარჩეს ღია მისი ასპირანტებისთვის, როცა ისინი დააკმაყოფიელბენ ალიანსში წევრობის მოთხოვნებს.
ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ნედ პრაისი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნდონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა არის ნატო.
“ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რომელიც გახმიანდა 2008 წლის ბუქარესტის დეკლარაციით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა ამა თუ იმ ალიანსს. ასევე, მოწადინებული ვართ უზრუნველვყოთ, რომ ასპირანტი ქვეყნების სურვილი, შეუერთდნენ ნატოს, თანხვედრაში იყოს ალინსის წევრობის სტანდართებთან. ამ მიზნით კვლავ მოვუწოდებთ უკრაინის მთავრობას, უზრუნველყოს ღრმა, ყოვლისმომცველი და დროული რეფორმები უფრო მდგრადი, დემოკრატიული, განვითარებული და თავისუფალი ქვეყნის ასაშენებლად”, — განაცხადა ნედ პრაისმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა არის ნატო.
“უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნებოდა”, — თქვა ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას.