ახალი ამბები

სიჭინავა: “ოცნების” მიღებული ხმების ნაწილი გახარიას რეპუტაციის დამსახურებაა

6 აპრილი, 2021 •
სიჭინავა: “ოცნების” მიღებული ხმების ნაწილი გახარიას რეპუტაციის დამსახურებაა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ბერდია სიჭინავა IRI-ს კვლევას აფასებს, რომლის მიხედვითაც, პერსონალურ რეიტინგებში პოლიტიკოსებს შორის ექსპრემიერი გიორგი გახარია ლიდერობს.

ბერდია სიჭინავას განცხადებით “ქართული ოცნების” მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი სწორედ პერსონალურად გახარიას მიმართ მოსახლეობის ნდობისა და მაღალი რეპუტაციის დამსახურებაა და ხაზს უსავამს, რომ ამავე კვლევით, “ქართული ოცნების” რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი:

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირდაპირ აჩვენებს იმ მაღალ ნდობას, რაც ჩვენს მოსახლეობას პერსონალურად აქვს გიორგი გახარიას მიმართ.

კვლევა ჩატარდა 2-26 თებერვლის პერიოდში, მათ შორის ინტერვიუების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება (ცნობისთვის, კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი).

ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ხალხთან, ჩვენს მოსახლეობასთან იქონიოთ პირდაპირი, მჭიდრო კონტაქტი, რისი დეფიციტიც არასოდეს ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას (იმედი მაქვს, თქვენ მიერ დაანონსებული რეგიონალური შეხვედრების დროს ამაში დარწმუნების შესაძლებლობა მოგეცემათ)” ,- წერს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი პირად “ფეისბუკ” გვერდზე.

• საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული პირველი ეროვნული…

Posted by Berdia Sitchinava on Tuesday, 6 April 2021

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, პოლიტიკოსებს შორის პერსონალურ რეიტინგში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიდერობს.

კვლევის მიხედვით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, მისაღებ ფიგურად პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია გამოკითხულთა 65%-მა დაასახელა, მიუღებლად კი- 30%-მა.

IRI-ის კვლევით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გიორგი გახარიაა

მასალების გადაბეჭდვის წესი