ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ორიენტირებულია გრძელვადიან სამხედრო თანამშრომლობაზე რუსეთთან | ფაშინიანი

6 აპრილი, 2021 • 975
სომხეთი ორიენტირებულია გრძელვადიან სამხედრო თანამშრომლობაზე რუსეთთან | ფაშინიანი

“სომხეთი ორიენტირებულია ფართო და გრძელვადიან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე რუსეთის ფედერაციასთან, რაც გამომდინარეობს ორივე სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობებიდან”, – განაცხადა მოსკოვში 7 აპრილს დაგეგმილ ვიზიტამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსთან საუბარში.

“სომხურ-რუსული სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობები საკმაოდ მდიდარი და მრავალშრიანია. ისინი ეფუძნება ჩვენი ხალხების ისტორიულ სიახლოვეს და ეს ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მომავალ ვადამდელ არჩევნებზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილია და ფუნქციონირებს ორი სომხურ-რუსული სამხედრო დანაყოფი – უსაფრთხოების გაერთიანებული დანაყოფი და საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული რეგიონული სისტემა, ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნები არიან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრები, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია სომხეთი რუსეთიდან იარაღის მიღებით, რათა გვქონდეს თანამედროვე შეიარაღება”.

ფაშინიანის თქმით, ერევანი ასევე დაინტერესებულია, რომ სომხეთში იმავე კომპლექტაციით შევიდეს რუსული შეიარაღება, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის შედის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი