ახალი ამბები

“სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას” – დეპუტატი მაქარაშვილზე

5 აპრილი, 2021 • 1906
“სიურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას” – დეპუტატი მაქარაშვილზე

“ქართული ოცნების” წევრი დიმიტრი სამხარაძე ეხმაურება”სირცხვილიას” განცხადებას, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” აქტივისტები მოძრაობის ბათუმის ოფისთან იმყოფებოდნენ და ძალადობრივი შინაარსის მქონე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. სამხარაძე “სირცხვილიას” განცხადებას საკუთარ ფეისბუქის გვერდზე შემდეგი წარწერით აზიარებს — “ზომბებო, “ პალუნდრა” არა ბიჭოს”.

ამავე პოსტის კომენტარებში კი სამხარაძე წერს, რომ “სირცხვილიას” ერთ-ერთ აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს “მაგარ სიურპრიზს” უმზადებენ.

“არავინ ჩალიჩობს რამე მიაკეროს! ФСБ-ს ნომრიანი აგენტია! მაგარ სურპრიზს ვუმზადებთ! მისივე დანაბოლები ლაწირაკები დაუწყებენ გინებას”, — წერს სამხარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი