ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“45 ლარით საჭმელი ვიყიდე და 10 ლარი დამრჩა, ყველაფერი გაძვირდა” – დევნილი აფხაზეთიდან

5 მაისი, 2021 •
“45 ლარით საჭმელი ვიყიდე და 10 ლარი დამრჩა, ყველაფერი გაძვირდა” – დევნილი აფხაზეთიდან

[soundcloud url=”http://api.soundcloud.com/tracks/18926659″ comments=”true” auto_play=”false” color=”ff7700″ width=”100%” height=”81″]

[soundcloud url=”http://api.soundcloud.com/tracks/18926659″ comments=”true” auto_play=”false” color=”ff7700″ width=”100%” height=”81″]

აფხაზეთიდან დევნილი მდინარე გაბისკირია მარტოხელა პენსიონერია, რომელიც ფოთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

“უპატრონო დევნილები ვართ, მეტი არაფერი. წამლებს ჩვენ არ გვაძლევენ და არაფერს. რა უნდა გითხრათ ?! 45 ლარი ავიღე და მომაქვს პროდუქტი, 10 ლარი დამრჩა. ყველაფერი გაძვირდა.

გულრიფშის რაიონში დაბადებული ვარ და ისე, სოხუმში ვცხოვრობდი, ქალაქში, სადგურთან. ომი რომ დამთავრდა, გამოგვყარეს, მაშინ წამოვედით და სვანეთი გამოვიარეთ. ცხრა დღე მოვდიოდით. წლის და ერთი თვის შვილიშვილი მომყავდა. მაგის გარდა კიდევ მომყავდა ძმისშვილები, სულ ცხრა ბავშვი.

აი, ის ყინვა და თოვა რომ იყო, იმ პერიოდში მოვდიოდით ჩვენ. გზაში ვაბიჯებდით მიცვალებულებს და მოვდიოდით ისე. მაგის ნერვიულობის ნიადაგზე ეპილეფსია დამემართა და ვარ ეპილეფსიით დაავადებული.

საჭირო წამალი აქ არ იშოვება, რუსეთიდან ან თურქეთიდან თუ გამომიგზავნა ვინმემ.

შავი დღე გადავიტანეთ. მამა და შვილი ორივე იბრძოდა, მაგრამ როგორც თქვენ არ მიგიღიათ ჩემი ქმრის დახმარება, ჩემი ქმარი აქ მოვიდა და მოკვდა, ერთ კაპიკს არ მაძლევენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი