ახალი ამბები

აღდგომამდე 1 კვირით ადრე გვექნება გეგმა, რა შეზღუდვები იქნება — ტიკარაძე

5 აპრილი, 2021 •
აღდგომამდე 1 კვირით ადრე გვექნება გეგმა, რა შეზღუდვები იქნება — ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაძლო შეზღუდვებზე მთავრობა გეგმას დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გამოაქვეუნებს. მისი თქმით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებზე ჯერ არ უმსჯელია.

„დღეს ცოტა ადრე არის ის მსჯელობა, თუ რა იქნება სააღდგომოდ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, თუმცა ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, 1 კვირით ადრე გვექნება გეგმა, თუ რა იქნება დღესასწაულთან დაკავშირებით“, — ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, ჩინეთში წარმოებული ვაქცინის პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიმდინარე წელს აღდგომის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 მაისს აღნიშნავს.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით.

“თუმცა იცით, რომ რამდენიმე რეგიონში ინტენსიურიად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც ქვეყანაში შეიმჩნევა“, — აცხადებს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი