ახალი ამბები

“როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობა” — ჩინეთის ელჩი

5 აპრილი, 2021 •
“როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობა” — ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩი ლი იანი აცხადებს, რომ საქართველო და ჩინეთი პანდემიის დაწყებიდან თანამშრომლობენ. ეს ელჩმა დღეს, 5 აპრილს, ჩინეთში წარმოებული ვაქცინის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე თქვა.

“Covid-19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო ამ სირთულეების დროს მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. პრევენციისა და კონტროლის გამოცდილების გაზიარებით, მატერიალური დახმარების გაწევითა და სხვა ფორმებით ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობას აქტიურად ვახორციელებთ. როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობაო. ვაქცინების მიმართ მოთხოვნა როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით, ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია. ასეთ ვითარებაში, ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინურმა მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა” ,— აცხადებს საქართველოში ჩინეთის ელჩი.

3 აპრილს საქართველომ ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო, ეს დოზა დაახლოებით,50 ათასი ადამიანისთვისაა სამყოფი. სინოფარმის 100 ათასი დოზა საქართველომ იყიდა, ხოლო კიდევ ერთი ჩინური წარმოების, “სინოვაკის” 100 ათასი დოზა ვაქცინა ჩინეთისაგან საჩუქრად მიიღო.

„უნგრეთის მკაცრი მარეგულირების მხრიდან არის „სინოფარმი“ აღაირებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა დაშვებულიყო საქართველოს ბაზარზე.

40 მილიონ ადამიანზე მეტი არის აცრილი სინოფარმის ვაქცინით, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის და ავტორიზაციას ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. გვაქვს ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში“, – აცხადებს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი