ახალი ამბები

რუსთავში საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

4 აპრილი, 2021 •
რუსთავში საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოს წევრის, ენმ-ის წევრ გიორგი მაისურაძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

პოლიციის თანახმად, დაკავებულია 35 წლამდე ასაკის პირი, ინიციალებით ნ.ტ., რომელიც წარსულში ნასამართლევია. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მაისურაძეს „ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დაჭრეს რუსთავის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“

მასალების გადაბეჭდვის წესი