დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ დაიწყო „კლასტერული გავრცელება“, რაც კოვიდ-ეპიდემიის მესამე ტალღის დაწყებას შეიძლება მიანიშნებდეს.
„დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება. გვაქვს ჩამოყალიბებული კლასტერები გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
„შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის სერიოზული გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ ყოველდღიურად, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში“, – ამბობს ამირან გამყრელიძე „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.
4 აპრილს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. თუმცა ამ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება].
4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 ადამიანი.
კოვიდით ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა, კიდევ 7 გარდაცვლილი – 4 აპრილი