ახალი ამბები

ლილოს დასახლებაში გაზის აფეთქებას 55 წლამდე ქალი ემსხვერპლა

4 აპრილი, 2021 • 932
ლილოს დასახლებაში გაზის აფეთქებას 55 წლამდე ქალი ემსხვერპლა

4 აპრილს, დღის საათებში, ლილოს დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქებას 55 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.

„ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ გაზის აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა და ის სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში „ნეტგაზეთს“ დაშავებულის დაღუპვა დაუდასტურეს.

უწყების თანახმად, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე იმყოფებოდა, რადგან წინა კორპუსში ჰყავდათ გამოძახებული და ეკიპაჟი აფეთქების ხმის გაგონებისთანავე მივიდა აფეთქების ადგილას, თუმცა დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის მაშველები.

გარეკანის ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი